არასამთავრობო ორგანიზაცია იალქანი , შემდგომში მოხსენიებული როგორც , ფონდი იალქანი შექმნილია სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა საკუთარი ფინანსებით იმკურნალონ. ასევე ფონდი ეხმარება სოციალურად დაუცველ და რთულ ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს საკვებით, მედიკამენტებით, ტანსაცმლით. ფონდი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და სხვადასხვა ღონისძიებისა და პროექტის განხორციელებას .ორგანიზაციის ბაზაზე არსებობს ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე ბავშვებისთვის გახსნილი დღის ცენტრი ,სადაც აქტიური საგანმანათლებლო სამუშაოები მიმდინარეობს , ამასთან გვაქვს ძალადობის მსხვერპლი ქალების გადამზადების და დასაქმების ცენტრი . ფონდს ხელმძღვანელობს დირექტორი. (ასევე ფონდის ყავს მოხალისეთა ჯგუფი, რომელთა შემადგენლობა და რაოდენობა პერიოდულად იცვლება ) ფონდის შემოსავალი ფინანსური საკითხები ფონდის შემოსავალს წარმოადგენს შემომწირველების მიერ შემოტანილი თანხები ფონდის ოფიციალურ ანგარიშზე. ფონდს გააჩნია დონაციის საიტი, რაც საშუალებას იძლევა კონკრეტულ ბენეფიციარს ჩაერიცხოს სასურველი თანხა. ფონდის ფინანსების გადანაწილების ზოგადი დებულებები: 1) კონკრეტულ ბენეფიციართან ჩარიცხული თანხები ხმარდება მხოლოდ ამ ბენეფიციარს. 2) ზოგადად შემოწირული თანხები, რომელიც ფონდის რომელიმე ანგარიშზე ირიცხება ხმარდება ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს. 3) მობილური ოპერატორის საშუალებით ფონდის დროებით მფლობელობაში არსებულ 3 ნომერზე , კონკრეტული ბენეფიციარისთვის მინიჭებულ ნომრებზე ითვლება თვის ბოლოს მობილური კომპანიის მიერ და ირიცხება ფონდში, რომელიც ასევე ნაწილდება ყკონკრეტულ ბენეფიციარზე გარდა გამნაკლისი შემთხვევისა, როდესაც ფონდი წინასწარ აკეთებს განცხადებას რომ კონკრეტული რიცხვიდან რიცხვამდე შემოსული ზარებიდან მიღებული თანხა კონკრეტულ ბენეფიციარს მოხმარდება მისი კრიტიკული მდგომარეობის გამო. ბენეფიციარის აყვანის წესი, ვადები და ფინანსური ჩარჩოები: 1)ფონდის ადმინისტრაცია პირადი განცხადებისა და სამედიცინო დოკუმენტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე განიხილავს ბენეფიციარის აყვანის საკითხს. 2) ფონდის ადმინისტრაცია ვალდებულია გადარიცხოს ბენეფიციარისთვის შემოსული თანხა მსამედიცინო დაწესებულებაში, შესაბამისი კალკულაციისა და დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ. ფონდის ადმინისტრაციას აქვს უფლება ხელზე (ნაღდი ანგარიშწორებით) გასცეს თანხა განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე. 3) ფონდი უფლებამოსილია მიაწოდოს ინფორმაცია შემომწირველს ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 4) ფონდის ადმინისტრაცია პასუხს აგებს მხოლოდ იმ ინფორმაციაზე რაც ქვეყნდება ფონდის ოფიციალურ გვერდზე. 5) ფონდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს ბენეფიციარის სახელით სხვა უცხო ანგარიშზე შესულ თანხებზე. 6) ფონდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს ინფომრაციაზე, რომელიც არ დევს ფონდის ოფიციალურ გვერდზე ან საიტზე და რომელსაც შესაძლოა ავრცელებდნენ ბენეფიციარის ნათესავები, მეგობრები ან სრულიად უცხო ადამიანები. ფონდის ადმინისტრაცია ვალდებულებას იხსნის ბენეფიციარის წინაშე როდესაც: 1) ფონდი თანხას გადარიცხავს სამედიცინო დაწესებულებაში და ამოწურავს თავის რესურსს კონკრეტულ ბენეფიციართან დაკავშირებით. 2) გამოჩნდება დაფინანსების სხვა საშუალებები და ბენეფიციარი აღარ საჭიროებს ფონდის ფინანსურ დახმარებას. 3) ბენეფიციარის ან მისი ოჯახის მხრიდან დაფიქსირდება არაკეთილსინდისიერი საქციელი. თანხის დაბრუნების პოლიტიკა შემოწირულობების დაბრუნების პირობები იმ შემთხვევაში, თუ შემოწირულობა არ გამოიყენება გარკვეული საქველმოქმედო გზით (თანხის შეგროვების დასრულება კონკრეტულ პროექტზე შემოწირულობის მიღების მომენტში) და ქველმოქმედმა წერილობითი სახით არ შეგვატყობინა თავისი სურვილების შესახებ (გადარიცხული თანხის დაბრუნება ან ნებართვა თანხის სხვა ბენეფიციარისთვის გადაცემაზე, რომელსაც იგი საჭიროებს) შემოწირულობა იხარჯება ფონდის წესდებით განსაზღვრული მიზნებისთვის. ინფორმაცია გადახდასთან დაკავშირებით მოიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, შემოწირულობის მოცულობაზე და შემოწირულობის დანიშნულებაზე (ბენეფიციარის ანპროექტის დასახელება).